კარგი იქნება გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას თუ გააგრძელებს - კობახიძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143966
კარგი იქნება გიგა ბოკერია გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას თუ გააგრძელებს - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ გამოიყენა სიტყვა - "გოიმი" ოპოზიციის მისამართით.
„ეს არის საერთო აღქმა მათი საუბრის, მათი თითოეული მოქმედების, რასაც ისინი აკეთებენ, ვიზუალური ეფექტი, რაც ხდება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. აი, ეს სიტყვა ასახავს ზუსტად, ზედმიწევნით საერთო სურათს. ეს არის აღქმის საგანი და ეს ყველაფერი ზუსტად ემთხვევა საზოგადოების აღქმას და ძალიან ეტკინათ ეს სიტყვა ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე თავის ნათქვამზე გიგა ბოკერიას პასუხსაც გამოეხმაურა.
"ძალიან კარგი იქნება თუ გააგრძელებს გოიმობაში პირველობისკენ სწრაფვას გიგა ბოკერია, საოცარია ეს ყველაფერი", - თქვა მან.