ადამ კინზინგერი - ვულოცავ საქართველოს, ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა

Tbilisi Daily

ვულოცავ საქართველოს, ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა, – ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი​ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“ ეხმაურება. „ვულოცავ საქართველოს! ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა! პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს! თქვენს გვერდით ვდგავარ!“,- წერს კინზინგერი. 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.