ოკუპანტების გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის წერილს წითელი ჯვარი ოჯახს სავარაუდოდ დღეს გადასცემს

Tbilisi Daily

ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი წითელი ჯვრისგან პასუხს დღეს ელოდება. მათი ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციამ გუშინ შეძლო უკანონოდ დაკავებული კაცის მონახულება ცხინვალის იზოლატორში და მას ოჯახის წერილიც გადასცა. საპასუხო წერილს ორგანიზაცის წარმომადგენლები ოჯახს სავარაუდოდ დღეს გადასცემენ. წინასწარი ინფორმაციით, ხვიჩა მღებრიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.