ფაშინიანის კაბინეტიდან მომიტინგეებმა კომპიუტერი და სუნამოც მოიპარეს

Tbilisi Daily

სომხეთის პრემიერის განცხადებას აზერბაიჯანთან შეთანხმების შესახებ ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქურდობასაც მიჰყო ხელი, როგორც ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, მისი კაბინეტიდან კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები მოიპარეს. „რა თქმა უნდა სამშობლოს გულისთვის“ - ასე გამოეხმაურა ამ ყველაფერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.