ქართულმა სტარტაპმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით სენსორული ღილაკების დამზადება დაიწყო
Tbilisi Daily
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა Sensor.ge-მ სენსორული ღილაკების დამზადება დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე არსებული ღილაკების გვერდით, რათა თავიდან იქნას აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა სენსორ.ჯი-ს იმისთვის, რომ მათ გამოთქვეს სურვილი, პირველი 200 სენსორული ღილაკი სახელმწიფოს გადასცენ. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველანაირად შეუწყობს ხელს კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხო ტექნოლოგიის დანერგვას.
„ქართულმა სტარტაპმა Sensor.ge-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეძილება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის“, - აღნიშნა ნათია თურმავამ.
#სტარტაპი
#ღილაკი
#სენსორი
#ნათიათურნავა
#ეკონომიკისსამინისტრო
#კორონავირუსი
#tbilisidaily