კარანტინი სვანეთში

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსის გავრცელების გამო, გართულებული ეპიდსიტუაციაასვანეთში. საკარანტინე სივრცეებში ათასამდე მოქალაქეა გადაყვანილი. სოფელი ლენჯერი დღეს, სრულად ჩაკეტეს. მე-3 დღეა, კოვიდ 19 -ის ეპიცენტრი სვანეთია, ამ დროისთვის აქ ვირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. მომდევნო დღეებში უნდა გაირკვეს სრულად ჩაიკეტება თუ არა მესტიაც. სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო, დამაკავშირებელ გზაზე დამონტაჟებულ კარავში, პოლიცია მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებს.