უკრაინაში კორონავირუსის 12,811 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 12,811 ადამიანს დაუდასტურდა, 243 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 885,039 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 14,998 პაციენტი ემსხვერპლა, 494,001 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.