IOC-მა ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის ოლიმპიურ კომიტეტს აუკრძალა ტოკიოს ოლიმპიადაზე დასწრება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტი (IOC) აცხადებს, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის შვილს, ვიქტორს, აეკრძალათ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა ოლიმპიურ ღონისძიებებზე დასწრების უფლება, ბელარუსის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი სპორტსმენების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების გამო. IOC-ის სანქცია ვრელდება ასევე ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობაზე, რომელმაც არ დაიცვა ბელარუს სპორტსმენთა გამოხატვის უფლება. კომიტეტის 13 წევრიდან აკრძალვა არ ვრცელდება ერთადერთ, ტატიანა დროზდოვსკაიაზე. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყოველგვარ ფინანსურ დახმარებას შეუწყვეტს ბელარუსის ოლიმპიურ კომიტეტს, მაგრამ გააგრძელებს ბელარუსი ათლეტების მხარადაჭერას, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულისა (კორონავირუსისი გამო მომავალ წელს გაიმართება) და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამშებისათვის ემზადებიან. IOC-ის ამ ნაბიჯს 8 დეკემბერს გამოეხმაურა ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მან უწოდა "ბანდა" საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და განაცხადა, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30989845.html #ახალი_ამბები #twitter