რატომ არ დაესწრო სამებაში წირვას პატრიარქი?
Tbilisi Daily
პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა განმარტავს, თუ რატომ არ დაესწრო სამებაში ხარების საზეიმო წირვას ილია მეორე. მისი თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და იგი მსახურებას საპატრიარქოში დაესწრო.
„ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა“, - განაცხადა მედიკოსმა.
#ილიამეორე
#საპატრიარქო
#ჯანმრთელობა
#ხარება
#tbilisidaily