ქებაბ ჰაუსი - ფოტოგრაფის ლოკაცია, რომელსაც 112 ვერ აგნებდა, გუგლით იძებნება
Pirveliradio Ge
იაკობ ბრეგვაძის ადგილმდებარეობა, რომელსაც 112 ვერ აგნებდა, Google Map-ით მარტივად იძებნება. „ქებაბ ჰაუსი“, რომლის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საუბრობს, ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე, არაგვის ხიდთან მდებარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში ჩანს, რომ ფოტოგრაფი 112-ში რეკავს მის ლოკაციად თავდაპირველად სწორედ „ქებაბ ჰაუსს“ ასახელებს, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში მდებარეობას ვერ პოულობენ.
საგამოძიებო უწყებამ იაკობ ბრეგვაძის 112-ში განხორციელებული პირველი და მეორე ზარების აუდიოჩანაწერი დღეს გაასაჯაროვა.