სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებლს არ წარმოადგენს
Tbilisi Daily
სამღვდელოებაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები საგანგაშო მაჩვენებლს არ წარმოადგენს, - აღნიშნული შეფასება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ გააკეთა.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საეკლესიო პირებთან მუშაობა მიმდინარეობს და შრომის უსაფრთხოების სამსახურს მათთან დამატებითი შეხვედრები ექნება.
„გამომდინარე იქედან, რომ გაზაფხულზე ძალიან კარგად გაიწერა პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი იყოს დაცული, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლი, რაც სამღვდელობაშია, საგანგაშო მაჩვენებლს არ წარმოადგენს“, - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შორის რამდენიმე სასულიერო პირია. დღეს ცნობილი გახდა დეკანოზ დავით ქვლივიძის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ.