ნავალნის წინააღმდეგ განახლდა სასამართლო ომის ვეტერენის ცილისწამების საქმეზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოსკობში ბაბუკშინისკის რაიონულ სასამართლოში განახლდა გამოძიება კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მიმართ აღძრულ სისიხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც იგი ბრალდებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერენის საჯარო ცილისწამებისათვის.
ალექსეი ნავალნის სასამართლოში ბადრაგით მიიყვანეს.
ბრალდების მხარე დაზარალებულად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის 95 წლის ვეტერან, იგნატ არტიომენკოს, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად შარშან მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინზე მორგებული საკონსტიტუციო ცვილებებების მხარდამჭერ სააგიტაციო ვიდეო-რგოლში.
ალექსეი ნავალნიმ თავის ბლოგში „ფულზე გაყიდული ლაქიები და მოღალატეები“ უწოდა პუტინის მხრადამჭერ ყველა პირს.
ბრალდების მოწმეები ამტიცებენ, რომ ალექსეი ნავალნის გამოსვლის მოსმენის შემდეგ ვეტერანი არტიომენკო ცუდად გახდა, რასაც ნავალნი „მისი დისკრედიტაციისკენ მიმართლ დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევს“.
თავად მომჩივანი პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პროკურორმა წაიკითხა არტიომენკოს შუამდგომლობა, რომელშიც იგი უარის თქმის მიზეზად „თავის ასაკსა და განსასჯელ ნავალნის საქციელს“ ასახელებს. წინა სასამართლო პროცესის დორს არტიომენკო ვიდეოკავშირის საშუალებით დაიკითხა და, როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ნავალნის რეპლიკების გამო ცუდად გახდა.
ალექსეი ნავალნიმ პროცესზე ეჭვი გამოთქვა, მომჩივანის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. „საიდან მოიტანეთ დაზარალებულის ეს განცხადება, როგორ მოვიდა ის ჩვენამდე? ეს მოწმობს, რომ ყველა დოკუმენტი შეთითხნილია, თქვენ კი საწყალ მოხუცს იყენებთ როგორც თოჯინას, რომლის მაგივრად თავად თხზავთ ამ დოკუმენტებს“, - მოჰყავს ნავალნის სიტყვები „მედიაზონას“.
პარასკევს სასამართლო სხდომა დაიწყო დაცვის მხარის განცხადებით მოსამართლის აცილების შესახებ. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ევროკავშირის ქვეყნების, ესტონეთისა და ლატვიის დიპლომატები. რუსეთის ხელისუფლება ძალიან გააღიზიანა წინა სასამართლო პროცესებზე უცხოელი დიპლომატების ყოფნამ.
ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე ნავალნის ემუქრება 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა და სავალდებულო სამუშაოები 240 საათის ვადით.
მანამდე მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31099440.html
#ახალი_ამბები
#twitter