მილიონ 600 ათასზე მეტი ინფიცირებული ბრაზილიაში
Tbilisi Daily
ბრაზილიაში კორონავირუსის 20 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვი
1 623 284-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 620 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 65 487-ს მიაღწია.
კოვიდინფიცირებულთა რიცხვით ბრაზილია მე-2 ადგილზე დგას მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.