რა არის ლუდულეი?
Batumi Daily
აჭარას და ისტორიულ ლაზეთს ბევრი კულტურული კავშირი აქვს, ამ კავშირის ერთ-ერთი დასტური კი რეგიონების სამზარეულოების შორის მსგავსებებია. დღეს ერთ ასეთ კერძე მოგიყვებით, რომელიც დიდაჭარაშიც და ლაზეთშიც იციან და ძალიან უყვართ.
ლუდულეი აჭარულ ფხალობიოს ძალიან გავს. მის გასაკეთებლად იყენებნ ლობიოს, პრასს, წითელ ფხალსა და მწვანე ხახვს. ლაზები ლუდულეის საქონლის ცხიმით აკეთებენ, აჭარაში კი ძირითადად, კარაქს უმატებენ. ლაზები, მეტწილად, ჭადთან ერთად ჭამენ.
მისი გაკეთება იაფი და მარტივია. ფხალს წალავენ, უწურავენ წყალს და ჭრიან. მერე, ლობიოსთან ერთად გობში ათავსებენ. მიღებულ მასას კეპავენ, უმატებენ პრასსა და ხახვს. შემდეგ კი, თუ ლაზური წესით აკეთებენ, კარაქსა და საქონლის ქონს ადნობენ და ურვენ მანამ, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება. ლუდულეის აჭარული ნაირსახეობის გასაკეთებლად კი მხოლოდ კარაქია საჭირო, ცხიმს არ უმატებენ.
თქვენ რომელი ვერსია გირჩევნიათ - აჭარული თუ ლაზური?