გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან 14:00 სთ-ზე კიდევ ერთხელ შეიკრიბება

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143592 გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან 14:00 სთ-ზე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, შეხვედრის ადგილი კვლავ უცვლელია, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისი. ხელისუფლების ოპონენტები გიორგი რურუას პატიმრობის საკითხის განიხილავენ, ამას გარდა ისინი იმ მაჟორიტარულ სიებზეც იმსჯელებენ, რომლითაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე წარდგება. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებით 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც დაესწრებიან.