გონიოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს - ისინი მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ამ წუთებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გონიოს მოსახლეობას ხვდება. ისინი დღეს სამინისტროსთან დილიდან შეიკრიბნენ დააქციას მართავდნენ. მოქალაქეები ჯაბა ფუტკარაძესთანშეხვედრას ითხოვდნენ და რამდენიმე წუთით კომახიძის ქუჩა გადაკეტეს.ამის შემდეგმინისტრთან შეხვედრა ჩაინიშნა.
აქციის მონაწილეებისთქმით, მანამდე ეუბნებოდნენ, რომ ჯაბა ფუტკარაძე ადგილზე არ იყო და ვერ შეხვდებოდა.
''რა არის დარღვევა, რა გავაკეთეთ? მთავრობამ გაგვხადა იძულებული ასე მოვიქცეთ. ჩამოვიდეს ბატონი ჯაბა და გაგვცეს პასუხი. კითხვები გვაქვს. მიწები დაგვიკანონონ სხვას არაფერს ვითხოვთ. მინისტრს დაურეკეთ მოვიდეს და ჩვენ გადავალთ შემდეგ გზიდან'' - აცხადებს აქციის მონაწილე.
მოქალაქეების განცხადებით, 2007 წელს მათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს, 2010 წელს კი უკან ჩამოართვეს. მას შემდეგ ნაწილმა შეძლო საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირება, ნაწილი კი კვლავ პერმანენტულ აქციებს მართავს. რეგისტრაციას ვერ ახერხებს 90-მდე ოჯახი.
მინისტრთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს. კომენტარები მოგვიანებით გაკეთდება.