სისხლიანი ურთიერთშელაპარაკება ბათუმში
Tbilisi Daily
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.