Ნეთანიაჰუს მოკვლით ემუქრებიან
Tbilisi Daily
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მისი ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან, რის გამოც მან პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ Twitter-ზე წერს.
„რამდენიმე დღის წინ მივმართე პოლიციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით მუქარების გამო. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი საჩივარი დავწერე, მას შემდეგ რაც ერთი ადამიანი დამიკავშირდა და აღწერა, როგორ აპირებს ჩემი ოჯახის წევრებისა და ჩემს მოკვლას“, - წერს ნეთანიაჰუ.
Ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის უკან, თუმცა
მედიას სთხოვა, რომ მსგავსი შეტყობინებები დაგმონ.
news
ნეთანიაჰუ ისრაელი მუქარა
tbilisidaily