ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსი დაამარცხა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში გაიმარჯვა. საქართველომ 'დინამო არენაზე' ბელარუსის ნაკრები დაამარცხა. მე-6-ზე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილი მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა და ბელარუსებმა თამაშის წესები დაარღვიეს, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჯუნიუთ ჩაქირიმ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
მე-7 წუთზე ოქრიაშვილმა თვითონვე შეასრულა თერთმეტმეტრიანი და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა გოლის ეპიზოდს შედეგიანად ვერ ასერუკებდნენ და პირველი ნახევარი 'ჯვაროსნების' სასარგებლოდ 1-0 დასრულდა. მეორე ნახევარში ორივე ნაკრები ცდილობდა შეტევას, თუმცა შეხვედრაში გოლი აღარ გასულა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედიონიას და კოსოვოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება