მოლდოვაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 740-ს მიაღწია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლდოვაში 740-ს მიაღწია ვირუსული ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, მას შემდეგ, რაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.  რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, გასულ კვირაში კიშინიოვის ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, კოვიდვითარების გაუარესების შესახებ. მოლდოვის რესპუბლიკაში ეპიდემიის განმავლობაში ვირუსული ინფექციით დაავადდა 23 034 ადამიანი 425-ი პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 აგვისტოდან კიშინიოვში გაიხსნება ახალი საავადმყოფო კორნავირუსით დაინფიცრებული ავადმყოფების მისაღებად და სამკურნალოდ. https://www.radiotavisupleba.ge/a/30751054.html #ახალი_ამბები #twitter