კახი კავსაძე გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი გასული წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი კლინიკიდან გაწერეს.
მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.