არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა — პროკურატურა
On.ge
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
https://on.ge/story/58547-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A1-10-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%99%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90
"სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულმა მოსთხოვა არასრულწლოვან დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ მან არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
#News
#Politics