ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Tbilisi Daily
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 98 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება.
სულ ოკუპირებულ რეგიონში COVID-19-ის 6 815 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 92 პაციენტი იმსხვერპლა, 5 004 კი გამოჯანმრთელდა. რეგიონის ხუთ კოვიდ-ცენტრში 223 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 25-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.