19 ივლისს გორის დილამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
Gori Daily
19 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "დილამ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე სტუმრები გაგნიძის მიერ გატანილი გოლით გავიდნენ, რომელმაც დასწრებაზე კობოურს აჯობა - 1:0. 24-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო გორელთა მცველმა გიორბელიძემ და შეცვალეს.
შეგახსენებთ, ის მალე კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.
შესვენების შემდეგ "დილას" კაპიტანმა მაისაშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ცოტა ხანში კი ბუღრიძე საჯარიმოში იენდეუნტმა წააქცია, კუციამ პენალტი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ
დროში მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში კოვტალიუკმა საჯარიმოდან დალაშქრა კვასხვაძის კარი და გორულმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელი თავდამსხმელი 6 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
"დილა" 14 ქულით ლიდერია, თბილისის "დინამო" კი 9 ქულით მესამე ადგილზეა.
25 ივლისს თბილისის "დინამო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება, ხოლო "დილა" 26 ივლისს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს:
#საინტერესო
#სიახლე
#სპორტი
#goridaily
#ახალიამბები