რატომ გაითიშება გაგრაში ელექტროენერგია?

Sokhumi Daily

"რესპუბლიკური უნიტარული საწარმო" - "ჩერნომორენერგო" ავრცელებს განცხადებას, რომ ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე, გაგრას რეგიონის დასავლეთ ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. ელექტროენერგიის გათიშვა მაღალი ძაბვის ხაზებზე სარემონტო სამუშაოებთანაა დაკავშირებული. "ჩერნომორენერგოს" ცნობითვე, გალის რაიონში 11.00-დან 16.00 საათამდე ქვესადგური "პერებროსკი" გამოირთვება, რადგან აღნიშნულზეც სარემონტო სამუშაოები ტარდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა