სოხუმში კოვიდვითარება დაიძაბა
Sokhumi Daily
16 ოქტომბრიდან სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლის ზომები გამკაცრდა. ახალი დადგენილების მიხედვით, სოხუმში პირბადეები უნდა ატარონ არა მხოლოდ ტრანსპორტის მძღოლებმა, არამედ მგზავრებმაც და თუ ვინმე არ დაემორჩილება წესს, მძღოლებმა უნდა შეაჩერონ მოძრაობა.
სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბესლან ეშბამ ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომელიც კორონავირუსის არახელსაყრელი ვითარებიდან გამომდინარე, დამატებით გამკაცრებულ ზომებს აწესებს.
ბრძანების თანახმად, თუ მძღოლი დაარღვევს დადგენილ მოთხოვნებს, მაშინ მის მიმართ დაწესდება დისციპლინურ ზომები.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა