სოხუმის მთავარი წყალსადენი მილი დაზიანდა
Sokhumi Daily
სოხუმის მთავარ წყალსადენთან ავარია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ამჟამად ქალაქ სოხუმის წყალკანალის თანამშრომლები მთავარ წყალსადენზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებენ.
წყალსადენის გაუმართაობის გამო, მრავალბინიანი კორპუსებს წყალი არ მიეწოდება.
პასუხისმგებელი პირის თქმით, 800 მმ დიამეტრის წყალსადენი მილის დაზიანება, რომელიც ერთი წლის წინ გაკეთდა ქალაქში, ქარხნულმა ხარვეზმა გამოიწვია. მისი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება წყლის მიწოდება კონკრეტულ უბნებზე.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
ფოტო: დე ფაქტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა