აშშ რუსეთს COVID-19-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს — AP, NY Times

On.ge

ამერიკის შეერთებული შტატები მოსკოვს ალტერნატიული ვებსაიტების გამოყენებით პანდემიის პროპაგანდის კამპანიის წარმართვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Associated Press და NY Times ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი განმარტებით, რუსული დაზვერვა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ცდილობს ამერიკელ ხალხზე გავლენა დეზინფორმაციით მოახდინოს. https://on.ge/story/60665-%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%A8-%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A1-covid-19-%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-ap-ny-times Associated Press-ის ცნობით, GRU-ს სახელით ცნობილი რუსული სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის ორი მაღალჩინოსანი რუსეთის მთავრობის საინფორმაციო ცენტრთან კავშირებს იყენებს, რათა Inforos-ისა და სხვა ვებსაიტების საშუალებით, პანდემიის შესახებ ინგლისურ ენაზე დეზინფორმაცია გავრცელდეს. მათ შორის, საუბარია ისეთ ყალბ ამბებზე, როგორიცაა, ვერსია, რომ კორონავირუსი აშშ-ს სამხედრო ლაბორატორიაში შექმნილი იარაღია. #NEWS