სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა — ბოჭორიშვილის კლინიკა

On.ge

ბოჭორიშვილის კლინიკაში ადასტურებენ, რომ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი ამბობს, რომ სასულიერო პირი გუშინ, 13 აპრილს შეიყვანეს. დაინფიცირების წყარო კი ამ დროისთვის უცნობია. "[სასულიერო პირის] ოჯახის სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაეცა, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი", — აღნიშნა სოლოღაშვილმა. სასულიერო პირთან დაკავშირებით On.ge ამ დრომდე ცდილობს დაუკავშირდეს საპატრიარქოს პრესსამსახურს და გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულ მღვდელს მრევლთან ურთიერთობა და ატარებდა თუ არა ის ღვთისმსახურებას. #news #politics #religion https://on.ge/story/54098-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90