ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144109
ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია, 57 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა. ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი დახმარების მისაღებად 15 მაისს დაიწყო.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პაკეტი სხვა კომპონენტებთან ერთად, თვითდასაქმებულების ერთჯერად 300 - ლარიან დახმარებას მოიცავს და პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 75 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. კომპენსაციის მისაღებად აუცილებელია დასტურდებოდეს, რომ პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდა შემოსავალი.