საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში არ შეცვლილა.​ განკურნებულთა რაოდენობა 1906-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 28 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 650 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.