კობახიძე: რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც საარჩევნო უბანზე არიან?!

Tbilisi Daily

კიდევ ერთხელ მათ გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა, ბუნბრივია, იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე, -ა მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე განაცხადა. მას ჟურნალისტებმა დიმიტრი შაშკინსა და კახა ოქრიაშვილზე ჰკითხეს, რომლებიც უბანზე იარაღით გადაადგილდებოდნენ. კობახიძის თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს დეპუტატს, ყოფილ სამართალდამცველსა და ასე შემდეგ, თუმცა როდესაც საარჩევნო პროცესს ეხება საქმე, იქ თითოეულ მოქალაქეს თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია. „საარჩევნო პრცესის დროს დაუშვებელია, რომ ვინმე იაღარით დადიოდეს. რაში სჭირდება დიმიტრი შაშკინს ან კახა ოქრიაშვილს იარაღი, როდესაც საარჩევნო უბანზე არიან?! არაფერში! ბუნებრივია, აქ ძალიან ლოგიკური ეჭვი ჩნდება, რომ მათ რაღაც დესტრუქციული ზრახვები აქვთ და იარაღის დემონსტრირებაც ამ დესტრუქციული სცენარის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ კიდევ ერთხელ მათ გვინდა მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ნებისმიერი დესტრუქციის მცდელობა, ბუნბრივია, იქნება მკაცრად პასუხგაცემული კანონის საფუძველზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც დიმიტრი შაშკინი იარაღითაა. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში გადადგილდებოდა. ფოტოზე ჩანს, რომ მას იარაღი აქვს და მხარდამჭრებთან ერთადაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.