ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფოს ექიმებს - თქვენ ხართ გმირები, თქვენი დახმარებით შევძელით და ვზეიმობთ წარმატებას

Tbilisi Daily

„გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულმა ჩვენგანმა სამადლობელო სიტყვები არ გითხრათ თქვენი დამსახურებისთვის. =მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, რომელიც დღეს არ არის დარბაზში და ვერ გვერთვება ეკრანიდან დისტანციურად - ყველა ექიმს, ყველა მენეჯერს, ყველა ექთანს და ყველა მძღოლს, რომელიც პირველივე დღიდან ჩაერთო კოვიდინფექციასთან ბრძოლაში. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც არ შეუშინდით არცერთ გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში არათუ საქართველომ, მსოფლიომაც კი არ იცოდა, რა საფრთხის შემცველი იყო კოვიდინფექცია და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თითეული ქვეყნის სადარაჯოზე მდგარიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც დღესდღეობით თქვენ ხართ ჩვენთვის. თქვენი დახმარებით ჩვენ შევძელით და ვზეიმობთ ამ წარმატებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სასწრაფოს ექიმებთან შეხვედრისას.