ეკატერინე ტიკარაძე: "ამბის ატეხვა" არის ჩვენი საზოგადოების დიდი ნაკლი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტების ოჯახის წევრები უნდა გაუფრთხილდნენ ექიმების ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეოაბს და „ამბის ატეხვის“ ნაცვლად მათ მუშაობის საშუალება მისცენ. ასე გამოეხმაურა ეკატერინე ტიკარაძე მედიის შეკითხვას, იმასთან დაკავშრებით, რომ გადატვირთული კლინიკების ფონზე, პაციენტების ოჯახის წევრს ექიმების ყურადღების მისაპყრობად „ამის ატეხვა“ სჭირდებათ.
„თქვენ ახსენეთ ერთი ძალიან კარგი ფრაზა, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი, არანაირი „ამბის ატეხვა“ არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია, განსაზღვროს ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება ვერანაირად ამბავს ვერ ტეხავს, ამიტომ, ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მით უმეტეს არ უნდა ტეხდეს ამბავს, ვინაიდან თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ თავისი პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და დროულ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად და ამ „ატეხილი ამბებიდან“ გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტარესში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.
ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებით „იქნებ როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება“, რადგან ისინი 9 თვის განმავლოაბში თავდაუზოგადავ მუშაობენ.
„ჩვენ წინ გვაქვს კიდევ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენ ჩვენს ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავიტეხოთ პირიქით უნდა გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობასაც“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30912887.html
#ახალი_ამბები
#twitter
#კორონავირუსი_(covid-19)