დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140047
27 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.
"ახლახანს დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან. კორონავირუსის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ, რაც ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს ძალიან აზიანებს. ჩინეთმა ბევრი გამოიარა და ვირუსს კარგად გაუგო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. დიდი პატივისცემა!" - წერს ტრამპი.