გორში მე-3 სკოლა დროებით დაიკეტა
Gori Daily
გორში მე-3 სკოლა დროებით დაიკეტა. ამის მიზეზი
კოვიდინფიცირებული მოსწავლის ძმა გახდა, რომელიც გუშინ სკოლაში გამოცხადდა.
სკოლის ადმინისტრაციამ ფაქტის შესახებ რესურს-ცენტრს აცნობა. ერთობლივი გადაწყვიტილებით, სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ შაბათს მე-3 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუშინ კი სკოლაში მისი ძმა გამოცხადდა, რომელიც წესით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. როგორც ბავშვი ამბობს, ის მშობელმა გამოუშვა. ამის შემდეგ, სკოლის დირექციამ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებს მიმართა, შედეგად კი ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეები დაკვირვების ქვეშ იქნებიან.
საბოლოოდ, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#სკოლა
#ახალიამბები
#goridaily