ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

Zugdidi Daily

6 ოქტომბერს ახალ კორონავირუსზე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში, რეგიონის მასშტაბით, 694 ნიმუში გამოიკვლიეს და 26 პირს ინფექცია დაუდასტურდა. აქედან, 15 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. 3 - ფოთში, 4 - ხობში, 4 - აფხაზეთში მცხოვრები. როგორც ცნობილია, ზუგდიდში დაფიქსირებული შემთხვევებიდან 10 ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, 3 „გორგიას“ დარაჯის კლასტერის კონტაქტია, 1 ცხელებით რუხის კლინიკაში შესული პაციენტის კონტაქტია. 1 შემთხვევა დაფიქსირდა მაღაზია „საგაში“. მიმდინარეობს კვლევა და კონტაქტის მოძიება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს უკავშირდება ბათუმის კლასტერს. 4 შემთხვევა დადასტურდა ხობში და ის უკვე დაფიქსირებული შემთხვევის პირდაპირი კონტაქტები არიან. რაც შეეხება დარჩენილ 4 ინფიცირებულს ისინი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრენი არიან. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 133 ადამიანი იმყოფება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს #კორონავირუსი #ახალიამბები #zugdididaily