ციმბირის სამხედრო გაწვევის ცენტრში რეზერვისტმა ცეცხლი გაუხსნა ოფიცერს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ციმბირში, სამხედრო გაწვევის ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა სამხედრო კომისარს, იმ ფონზე, როცა მატულობს დაძაბულობა კრემლის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გარშემო, რომლთაც უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალები უნდა შეივსოს.  ირკუტსტკის რეგიონის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ კომისარი, რომელსაც ქალაქ უსტ-ილიმსკში ესროლეს, მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, მას ესროლა 25 წლის რუსლან ზინინმა, რომელიც მობილიზაციის ფარგლებში იმ დღეს გაიწვიეს არმიაში. ტელეგრამით გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც იუწყებიან, ასახავს სროლის მომენტს, მსროლელის დაკავებას და სასწრაფო დახმარების მიერ დაჭრილი პირის წაყვანას.  რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ დაიწყო "მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ფლობის, გადატანის და გამოყენების" გამოძიება.  უკრაინის ომისთვის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასულ კვირაში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია საპროტესტო აქციები, რომლებზეც 2350-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, 35 ქალაქსა და დასახლებაში. ბოლო დღეებში ცეცხლი წაუკიდეს სამხედრო გაწვევის და სხვა სახის ადმინისტრაციულ რამდენიმე შენობას.  https://www.radiotavisupleba.ge/a/32052613.html

Source: radiotavisupleba.ge