ბათუმში კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელმაც ორი დღის წინ იმშობიარა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულიქალი შეიყვანეს, რომელმაც სხვა კლინიკაში ორი დღის წინ იმშობიარა და დღეს კორონავირუსიდაუდგინდა. ჯერ-ჯერობით უცნობია აქვს თუ არა covid-19ახალშობილს. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, სავარაუდოდ ჩვილსაც აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში გადმოიყვანენ და მოხდება მისი ტესტირება. ინფიცირებული ცენტრში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს და სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ბათუმის სამშობიარო სახლში სულ 20 ორსული მკურნალობს. გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელიც კლინიკიდან დღეს გაწერეს. საუბარია 34 წლის ქალზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში რვადღიანი იზოლაციის შემდეგ შეიყვანეს და კლინიკაში 4 დღე გაატარა. სხვა ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკის დირექტორის განმარტებით მათ ნაწილს სიმპტომები არ აქვს.