სკოლებში სწავლა სექტემბერში განახლოდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან. ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია.