მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ - ზ.დარგალი

Marneuli Daily

გუშინ 23 აპრილს,მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზება კვლავ განხორციელდა. ადგილობრივ ფერმერებს საშუალება აქვთ პროდუქტების რეალიზება ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად მოახდინონ. „ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში გრძელდება სასოფლო პროდუქტების ჩაბარების პროცესი. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ. მინიმუმ 8 სატვირთო შემოვა დღის განმავლობაში და 80 ტონის პროდუქციის გატანა მოხდება მარნეულიდან“, – განაცხადა დარგალმა. აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს, კომპანია „ჯიბე“-ის მიერ, რომელიც მარნეულიდან პროდუქტების ტრანსპორტირებას ახორციელებს, 10 სატვირთო მანქანით, გატანილ იქნა სხვადასხვა სახის ბოსტნეული. მერი აცხადებს რომ,მარნეულის მუნიციპალიტეტიდან რეკომენდაციების დაცვით, ბოსტნეულის გატანა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული შტაბის ჩართულობით ხდება. "მარნეულიდან ტვირთის გატანის პროცესს, მონიტორინგს, რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უწევენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ, – განაცხადა მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა. #მარნეული #სოფლისმეურნეობა #ბოსტნეული #MarneuliDaily