მოახლოებული ივლისის ბაშო მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მოახლოებული ივლისის ბაშო მაყურებლების თანდასწრებით ჩატარდება. ცნობისთვის, 10 ივლისიდან იაპონიაში სპეციალური რეგულაცია მოქმედებს. მის თანახმად, იმ არენებზე, რომლებიც მინიმუმ 10 ათას ადამიანს იტევს, 5 ათასამდე ქომაგის დაშვება შეიძლება. კონკრეტულად, სუმოს ტურნირზე წესები კიდევ უფრო გამკაცრებული იქნება და დარბაზში მხოლოდ 2 500 ადამიანს შეუშვებენ.ხოლო ნოემბრის ტურნირი, რომელიც ფუკუოკაში უნდა ჩატარებულიყო, ტოკიოში შედგება. ის ძველებურად 8-დან 22 ნოემბრამდე პერიოდში შედგება.ტოჩინოშინი ბაშოს მეთერთმეტე მაეგაშირას რანგით შეხვდება. სუმოს საზაფხულო ტურნირი რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ის გაუქმებულად გამოცხადდა.