13 ივლისიდან ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად კვლავ აკრძალვად რჩება ღია სივრცეში ქორწილის გამართვა. ჩვენ დავუკავშირდით კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს კულტურის დარგში. სავარაუდოდ ოქტომბრამდე აჭარაში მასშტაბური კულტურული ღონისძიებები არ გაიმართება. მათ შორის ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია ჩატარდება თუ არა სახალხო ტრადიციული ღონისძიება შუამთობა, რომელიც აგვისტოს პირველ შაბათ კვირას იმართება. პანდემიის გამო ბლექ სი არენაზე დაგეგმილი ყველა ღონისძიება მომავალ წლამდე გადაიდო.