საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის აქცია გორში
Gori Daily
"ერთმორწმუნე მტერი", "ვინ და რატომ თესავს პანიკას პანდემიის პირობებში", "საქართველოში სატყუარად შემოგდებული ნეიტრალიტეტის იდეა" ასეთი და კიდევ სხვა სახის დასათაურებით შეგიძლიათ წაიკითხოთ, გაზეთი "პოზიცია"-ს სტატიები, რომელიც სრულიად უფასოდ რიგდებოდა, დამოუკიდებლობის დღეს გორის ქუჩებში.
აღნიშნული აქციის ორგანიზატორი, არასაამთავრობო ორგანიზაცია "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი", რომელიც წლებია ქართულ სოციალური მედიის სივრცეში, რუსულ დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა სახის ნარატივებთან, საინფორმაციო ომს აწარმოებენ.
აღნიშნული გაზეთიც, სწორედ ამ მისიას ემსახურება და პირველი გამოცემა იყო, რომელიც დღეს დილიდან უსასყიდლოდ დარიგდა. ორგანიზატორების განცხადებით, გარდა გორისა, გაზეთის გავრცელება იგეგმება საოკუპაციო ხაზის სოფლებში, ასევე კასპსა და ქარელშიც.
"დღეს საქართველოში, არ აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე, ისე როგორც ეს დღე იმსახურებს და უნდა აღინიშნებოდეს, გვაქვს ის რეალობა რაც მდგომაეობს ახალი კორონა ვირუსში და ამ დღეს, შეიძლება ითქვას ვერ ავღნიშნავთ, თუმცა მოხერხდა საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის ატივისტებმა და მოხალისეებმა დავარიგეთ, ორგანიზაციის გაზეთის "პოზიციის" დარიგება გორში. სიმბოლურია, რომ ვიმყოფებით საქართველოს გულში, იმ ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად არის დაჩაგრული, ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის მიერ. რომელმაც არ იკმარა ამ ხალხის ტერიტორიის ოკუპაცია და ახალ ცდილობს, გულის და გონების ოკუპაციას. ამიტომაც, ჩვენ ვავრცელებთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლეს და ასე აღვნიშნავთ დამოუკიდებლოვას.", განაცხადა ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი მოლოდინმა.
აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, სწორედ ოკუპაციის შედეგად დაზარალებული სოფლის მცხოვრებლები არიან.
#ოკუპაცია #დეზინფორმაცია #გორი
#დამოუკიდებლობისდღე #gorideily