ნინო ბურჯანაძე -ნიკა მელიას ოფისის დაწვა საგანგაშო სიგნალია

Tbilisi Daily

ნიკა მელიას ოფისის დაწვა საგანგაშო სიგნალია, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, არ აქვს იმედი, რომ ამ საქმეს დროულად გამოიძიებენ. "ძალიან შეშფოთებული ვარ ახალი ამბით, რომელიც ეხება ნიკა მელიას ოფისის დაწვას. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს, მაგრამ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ამბის გამოძიება", - განაცხადა ბურჯანაძემ. ცნობისთვის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ოფისი დღეს დილით დაწვეს.