ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმებას ითხოვს

Tbilisi Daily

ლაგოდეხის მოსახლეობა სასმელ წყალზე მრიცხველების გაუქმებას ითხოვს. ადგილობრივბემა პროტესტის ნიშნად საქართველო აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს.მათი განცხადებით, წყალი, რომელიც ონკანებში მოედინება, სასმელად არ არის ვარგისი.ამის მიუხედავად კი საფასურის სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადახდა მოუწევს,რაც კომუნალურ ხარჯებს გააორმაგებს. მოსახლეობის მოთხოვნებს ადგილზე ეცნობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ცნობისთვის, ლაგოდეხში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია 29 მაისსაც გამართეს.