ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
Zugdidi Daily
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 28 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid19-ის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია - 222 143
გამოჯანმრთელებულია - 206 313
გარდაცვლილია - 2 418
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 1955, PCR ტესტით - 2814
კარანტინის რეჟიმში - 427
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5624
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1311
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სამეგრელო
#კორონავირუსი
#zugdididaily