რუსეთში დაკავებულია მკვლელობების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გუბერნატორი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსეთში დააკავეს ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი სერგეი ფურგალი. ის ეჭვმიტანილია მკვლელობების ორგანიზებაში. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფურგალს უახლოეს ხანში წარედგინება ოფიციალური ბრალდება, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართავენ ფურგალისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება 2004 და 2005 წლებში, ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში ბიზნესმენების, ევგენი ზორის და ოლეგ ბულატოვის მკვლელობას და ბიზნესმენ ალექსანდრ სმოლსკიზე თავდასხმას. ამ პერიოდში სერგეი ფურგალი, რომელიც ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია, ხაბაროვსკის მხარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი იყო.
გუბერნატორამდე სამართალდამცავებმა დააკავეს 4 პირი, რომლებიც ფურგალის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის წევრებად ითვლებიან
სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად 2018 წელს აირჩიეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30715445.html
#ახალი_ამბები
#twitter