ვანო მერაბიშვილი - ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე

Tbilisi Daily

დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „განახლებული ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი“, - წერს მერაბიშვილი. ამავე პოსტში ის აღნიშნავს, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში.