აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობებს დეზინფექცია უტარდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, აჭარის მაუწყებელში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სპეციალური ხსნარითა და აღჭურვილობით ტელევიზიისა და რადიოს შენობის ყველა ოთახი, ასევე სტუდიები, პავილიონები, საეთერო, ნიუსრუმი, სამონტაჟოები და სველი წერტილები დამუშავდა.
ტელევიზიაში ახალიკორონავირუსი1 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია და მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია.